შინაგან საქმეთა სამინისტრომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ”კოკაინის”, ”ჰეროინის” და ”სუბუტექსის” გავრცელების ფაქტზე რამდენიმე პირი დააკავა.
უწყების ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქობულეთში ნარკოდანაშაულისთვის 2 პირი დააკავა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება კოკაინი ამოიღო.