ლიბიაში გარდაცვლილი მეზღვაურის გადმოსვენების პროცედურები ხვალიდან დაიწყება

19 თებერვალი 2019, 00:00 1553 ნახვა

ლიბიურმა მხარემ გარდაცვლილი ქართველი მეზღვაურის, დავით რაზმაძის ცხედრის გადმოსვენებაზე თანხმობა გასცა, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი აცხადებს.  ვლადიმერ კონსტანტინიდის თქმით, ლიბიის პროკურატურამ შესაბამისი ნებართვა უკვე გასცა და გადმოსვენების პროცედურები ხვალიდან დაიწყება, თუმცა გადმოსვენების პროცედურებს დაახლოებით ერთი კვირა დასჭირდება.

23 წლის ქართველი მეზღვაური, დავით რაზმაძე ლიბიაში, 21 იანვარს, სანაპიროსთან გარდაცვლილი იპოვეს. მეზღვაურის ოჯახი ცხედრის დროულად გადმოსასვენებლად ხელისუფლებას დახმარებას სთხოვდა. დავით რაზმაძის ოჯახის ინფორმაციით, გარდაცვლილის ცხედარს ექსპერტიზა ორჯერ ჩაუტარდა, თუმცა შედეგები მათთვის უცნობია. ოჯახი ცხედრის ექსპერტიზის ჩატარებას გადმოსვენების შემდეგ საქართველოშიც გეგმავს, რადგან ეჭვობს რომ ახალგაზრდა მოკლეს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი