პენტაგონი მამუკა ბახტაძისა და პატრიკ შენაჰენის შეხვედრის შესახებ განცხადებას ავრცელებს

16 თებერვალი 2019, 00:00 1486 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოვალეობის შემსრულებლის შეხვედრის შესახებ განცხადებას ავრცელებს პენტაგონი. პატრიკ შენაჰენი დღეს, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძესა და თავდაცვის მინისტრს ლევან იზორიას შეხვდა, რათა დაედასტურებინა აშშ-ის ერთგულება ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და ყურადღება გაემახვილებინა ჩვენს ძლიერ ურთიერთობაზე თავდაცვის სფეროში.

ლიდერებმა თავდაცვის სფეროში საკითხების ფართო სპექტრი განიხილეს, მათ შორის რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია, შავი ზღვის უსაფრთხოების ძალისხმევის მხარდაჭერა და თავდაცვის სისტემის რეფორმირების ფარგლებში მიღწეული წინსვლა. შეთანხმდნენ უწყვეტ თანამშრომლობაზე უსაფრთხოების სფეროში და ყურადღება გაამახვილეს საქართველოს სამხედრო ძალების მზაობასა და ნატო-ს სტანდარტებთან თავსებადობაზე. აშშ-ის თავდაცვის მდივანმა მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობის მეთაურსა და თავდაცვის მინისტრს ავღანეთში ნატო-ს მტკიცე მხარდაჭერის მისიისადმი გამოჩენილი განსაკუთრებული ერთგულებისთვის'', – აღნიშნულია პენტაგონის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი