ვინ აკონტრელებს ლიფტების უსაფრთხოებას?

16 თებერვალი 2019, 00:00 2425 ნახვა

ვინ აკონტრელებს ლიფტების უსაფრთხოებას? აჭარის ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, რომ კორპუსებში ლიფტების უსაფრთხოებას ცალკე სტრუქტურა არ ამოწმებს, ამხანაგობას ევალება ჰყავდეს კონტრაქტორი კომპანია, რომელიც უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი. ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში კი პროცესში აჭარის ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილება ერთვება. 

გუშინ საღამოს კობალაძის ქუჩაზე 23 სართულიან კორპუსში ლიფტის ბაგირი გაწყდა, შედეგად არავინ დაშავებულა. თვითმხილველების ინფორმაციით, ლიფტი არ ჩამოვარდნილა, დამცავმა მექანიზმა ის 23-ე სართულზე ავარიულად აიყვანა. მოსახლეობის ინფორმაციით ლიფტის დაზიანების შემთხვევები ხშირია. საკითხზე დაკავშირება ვერ შევძელით ბინის ამხანაგობის თავმჯდომარესთან, ჩვენს ზარებს არც ბათუმის მერიაში უპასუხეს. მომხდარზე 187-ე მუხლით დაიწყო გამოძიება, რაც ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი