ეროვნული ბანკი მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის უფლებამოსილების შეჩერების მოთხოვნას განმარტავს. გავრცელებულ განცახდებაში წერია, რომ: ,, გადაწყვეტილების მიღების საფუძველია „თიბისი ბანკის“ შემოწმებისას დაფიქსირებული ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რომლებიც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს უკავშირდება.
საკითხის შესწავლისას გამოვლინდა „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის მიერ ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევა.
გატარებული ღონისძიებები კიდევ უფრო გააუმჯობესებს ბანკის კორპორაციული მართვის ხარისხს, რაც „თიბისი ბანკის“ შემდგომ განვითარებასა და ინვესტორებისათვის მიმზიდველობის გაზრდას უზრუნველყოფს“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.
უკვე ცნობილია, რომ თიბისი ბანკი ეროვნული ბანკის მოთხოვნას სასამართლოში გაასაჩივრებს. ადვოკატის თქმით, მისთვის გაუგებარია, რატომ ითხოვს სებ-ი ხაზარაძისა და ჯაფარიძის უფლებამოსილების შეჩერებას 11 წლის წინანდელი ტრანზაქციის გამო,