პროტესტის მე-11 დღე

15 თებერვალი 2019, 00:00 1380 ნახვა

პროტესტის მეთერთმეტე დღე. საქართველოს საპატრიარქოსთან დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრების პროტესტი გრძელდება. მათ საპატრიარქოსთან კარვები აქვთ გაშლილი. მოთხოვნები უცვლელია:  ეზიაროს მსჯავრდებული სასულიერო პირი და ასევე ითხოვენ მის გათავისუფლებას. გიორგი მამალაძის ძმა ამბობს, რომ პატიმრობაში მყოფ სასულიერო პირს, ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და უკვე მეორე წელია ზიარებას ითხოვენ.  

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის საქმე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაიგზავნა.  

დეკანოზს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა  აქვს მისჯილი.  განაჩენი ორივე მხარემ გაასაჩივრა. სისხლის სამართლის საქმე კი უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში საერთოდ არ მიიღო.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი