ხვალიდან იუნისეფის პროგრამის ფარგლებში ექიმებისა და ექთნების გადამზადება იწყება პროექტისთვის, რომელიც მიზნად ისახავს ბავშვთა განვითარებაზე მეთვალყურეობის სერვისების გაძლიერებას.
ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით უნისეფი აჭარის პირველადი ჯანდაცვის ცენტრებს ტექნიკურ დახმარებას გაუწევს, პროგრამა ორიენტირებულია 0-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვების განვითარების ხელშეწყობაზე. პროგრამის ფარგლებში აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს 107 პლანშეტი გადაეცა პირველადი ჯანდაცვის ბრიგადებისთის.