ქობულეთის საბავშვო ბაღებში გადადუღებელ სასმელ წყალს სვამენ

14 თებერვალი 2019, 00:00 1878 ნახვა

უკვე მეორე წელია ქობულეთის მუნიციპალიტეტის 14 საბავშვო ბაღში მოზარდებს გადადუღებულ წყალს ასმევენ. მიზეზი მიკრობიოლოგიური შეუსაბამობაა, რაც არ არის კრიტიკული, თუმცა ბაქტერიების დაფიქსირების გამო ბაღებში რისკების თავიდან ასაცილებლად ამ მეთოდს მიმართეს.

უნდა აღინიშნოს, რომ გადადუღებული წყლის რეგულარული მიღება მედიკოსების ცნობით არ არის რეკომენდებული. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გასცა რეკომენდაცია და გაერთიანებას წყლის ხარისხის გაუმჯობესებაზე მიუთითა, გაერთიანებამ კი თავის მხრივ პრობლემის მოგვარების თხოვნით მერიას მიმართა.

მერიაში სოფლების წყალსადენებზე მასშტაბური რეაბილიტაციისთვის “აჭარისწყლისს ალიანსის” პროექტებს ელოდებიან. მანამდე კი ამბობენ, რომ რამდენიმე წყალსადენზე  საფილტრი ნაგებობის მოწყობა დაგეგმეს.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში