შეწყდეს ძველი ბათუმში ისტორიული სახლების ნგრევა და ამოქმედდეს ისტორიული დაცვის ზონა - მოქალაქეების მოთხოვნა

14 თებერვალი 2019, 00:00 2916 ნახვა

დღეს, 14 თებერვალს, ბათუმში საინიციატივო ჯგუფმა "დაიცავი ძველი ბულვარი" usaid-ში ბრიფინგი გამართა და აქციები დააანონსა. ისინი აჭარის მთავრობას და მერიას ულტიმატუმს უყენებენ

" შეწყდეს ძველი ბათუმის ნგრევა და   გაუქმდეს  აჭარის  მთავრობასთან არსებული  უკანონო,    ე.წ. ზონალური საბჭო!

რივიერას ტერიტორიაზე, ბათუმის მერიამ და საკრებულომ არ დაუშვას მაღლივი კორპუსების მშენებლობა და ეს ტერიტორია დაბრუნდეს ისტორიული ზონის დაცვის საზღვრებში!

ბათუმის მერმა ნავსადგურის ტერიტორიაზე  ქიმიური ტერმინალის აშენების ნებართვას  არ მოაწეროს ხელი გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის გარეშე!

თუ ამ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებენ, საინიციატივო ჯგუფის წევრები პერმანენტულ აქციებს აანონსებენ, ვიდრე საკითხები მოქალაქეების სასარგებლოდ არ გადაწყდება. 

"სამწუხაროდ, ჩვენ ვართ რეალობაში, სადაც ჩვენს მიერ დაქირავებული ბიოროკრატია ქალაქის სწორად განვითარების ნაცვლად შერჩევით, რამდენიმე ინვესტორის ინტერესებს  ემსახურება. გვრჩება განცდა, რომ სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები ან კორუფციულ გარიგებში არიან ჩართული, ან ვერ იჩენენ საკმარის გამბედაობას - გათავისუფლდნენ   გავლენებისგან  და მიიღონ  კეთილსინდისიერი, კანონშესაბამისი და ქალაქისთვის სასარგებლო  გადაწყვეტილებები.

 ამის მაგალითია, ის თუ როგორ შეცვალა ბათუმის მერიამ „გეოგრაფიკის“ მიერ ჩატარებული კვლევაზე მომზადებული დოკუმენტი  „ისტორიული ზონის საზღვრების დადგენის შესახებ“. ახლა არსებობს ამ დოკუმენტის ორი ვერსია. ერთის მიხედვით რივიერაას ტერიტორია ისტორიული დაცვის ზონას განეკუთვნება, ბათუმის საკრებულოს მიერ მიღებული დოკუმენტით კი, ეს ტერიტორია ამ ზონიდან ამოღებულია. ცნობილია, რომ„სილქ როუდ ჯგუფი“ აქ ექვსი მაღლივი კორპუსის აშენებას აპირებს. ამ პროექტს კი ბიძინა ივანიშვილის მიერ დაარსებული „ინვესტირების ფონდი“ აფინანსებს. ბათუმის მერიამ ვერ გაბედა უარი ეთქვა ინვესტორისთვის, უფრო მეტიც, მიიღო თვითნებური გადაწყვეტილება და კონკრეტულ ბიზნესს  მოარგო დოკუმენტი. ისტორიული საყრდენი გეგმის,  ისტორიული დაცვის ზონის კვლევებზე და პროექტების   მომზადებაზე სხვადასხვა დროს ბიუჯეტიდან  ჩვენი ფული - დაახლოებით 400 000 ლარია დახარჯული.  რა საჭიროა ქალაქგეგმარებით დოკუმენტები თუ  ინვესტორის მოთხოვნის შემთხვევაში საკრებულო მუდმივად შეიტანს ცვლილებებს, შეცვლის ზონის სტატუსებს და იმოქმედებს თვითნებურად?

 ასე, რომ ჩვენ ვუერთდებით ორგანიზაცია „ბათომის“ მოთხოვნას: ბათუმის მერიის და საკრებულოს მიერ საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოში გაგზავნილი მათ მიერ მიღებული ვერსიის ნაცვლად  „გეოგრაფიკის“კვლევებზე დაფუძნებული დოკუმენტი დაამტკიცონ

ასევე, მოუწოდებთ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს თორნიკე რიჟვაძეს:  დაუყოვნებლივ გაუქმოს უკანონო ზონალური საბჭო, რომლის მიერ  მის ბოლოს მიღებული გადწყვეტილებები, არის კულტურული მემკვიდრეობის წინააღმდეგ გადაგმული  ნაბიჯია. ეს საბჭო დაკომპლექტებულია ყოფილი და მოქმედი ჩინოვნიკებით;  არქიტექტორებით, რომელთაც ,სავარაუდოდ, ახალი მშენებლობის მიმართ  სარგებლის მიღების ინტერესი გააჩნიათ. ისინი სამშენებლო ბიზნესში (არქიტექტურის კუთხით) აქტიურად ეწევიან საქმიანობას. რამდენიმე დღის წინ საბჭოს  რეკომენდაციით  მაზნიაშვილის #17-სა ჟორდანიას #27-ში არსებული ისტორიული სახლების დანგრევაზე თანხმობა გაიცა და შპს „ალიანსს გრუპი“ 5 სართულიანი სასტუმროს აშენების ნებართვა მიეცა. ვითხოვთ გამოცხადდეს მორატორიუმი საბჭოს მიერ უკვე გაცემულ გადაწყვეტილებებზე.

მესამე მოთხოვნა:  თქვენ გახსოვთ რომ ჩვენ,მოქალაეებმა   ბათუმის მერს ლაშა კომახიძეს 5 თებერვალს მივმართეთ საჯარო წერილით, რომ ხელი არ მოეწერა ქიმიური ტერმინალის მშენებლობის ნებართვისთვის, რადგან კომპანის არ გაჩნდა ახალი გზშ-ს ანგარიში. ჩვენ შევთავაზეთ მერიას გაეკეთებინა საჯარო შეხვედრა დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით და პროცესი გამჭირვალე ყოფილიყო. როგორც ჩანს ქალაქის მერი არ მიიჩნევს სერიოზულად ასეულობით ჩვენი მოქალაქის მიერ ხელმოწერილ განცხადებას.

ჩვენ მოქალაქეები მოვითხოვთ, აჭარის მთავრობის,ბათუმის მერიის და ე.წ საბჭოების წარმომადგენლებისგან, შიცვალოს გულგრილი და ზერელე დამოკიდებულება ქალაქის ისტორიის და მისი მომავლის მიმართ. მოვუწოდებთ თანამოქალაქეებს შევიკრიბოთ და ვაიძულოთ ხელისუფლება გაითვალისიწნონ ჩვენი მოთხოვნები" - წერია მოქალაქეები სმიე რგავრცელებულ განცხადებაში. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი