თოვლის ფრენბურთში აჭარის ნაკრები საქართველოს ჩემპიონი გახდა

13 თებერვალი 2019, 00:00 2760 ნახვა

თოვლის ფრენბურთში საქართველოს ჩემპიონი აჭარის ნაკრები გახდა. შეჯიბრება ბაკურიანში, ცოტა ხნის წინ დასრულდა.

აჭარის გუნდმა ფინალში ''ბოლნისი'' 2-0 დაამარცხა.

შეჯიბრებაში თბილისის, ბოლნისის, რუსთავის, სამტრედიის, ქუთაისის და ბათუმის ორი გუნდი მონაწილეობდა.

აჭარის გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ტურში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც 15-17 თებერვალს, ასევე ბაკურიანი უმასპინძლებს.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში