აჭარისწყალში მანქანა გადავარდა, რასაც ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა 

13 თებერვალი 2019, 00:00 22421 ნახვა

ქედაში მანქანა გზიდან მდინარეში გადავარდა. ავარიის დროს ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა. ავტომობილში მჯდომი დანარჩენი 4 მგზავრი კი დაშავდა. 

მათ შორის მხოლოდ ერთს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია. ექიმების თქმით, მას შედარებით მძიმე დაზიანებები ჰქონდა. 

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, პაციენტი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.  

სამ მგზავრს კი, რომლებიც შედარებით მსუბუქად იყვნენ დაშავებულები, პირველადი დახმარება ადგილზე გაუწიეს.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი