უახლოეს დღეებში საქართველოში მზიანი და თბილი ამინდია მოსალოდნელი. სანაპირო კურორტებზე ტემპერატურა +19 გრადუსამდე მოიმატებს.
აჭარაში, მომდევნო სამი დღის განმავლობაში მზიანი ამინდი იქნება. უნალექოდ ჩაივლის დღე მაღალმთიანეთშიც, აქ ჰაერი +8, +10 გრადუსამდე გათბება.
შედარებით დაბალი ტემპერატურა იქნება ზამთრის კურორტებზე, თუმცა 12-დან 15 თებერვლის ჩათვლით არ გათოვდება.
ფოტო: ირინე წუწუნავა