მახინჯაურში გვირაბთან მანქანა გზიდან გადავიდა და წყლის არხში ჩავარდა. ავარიის დროს ერთი ადამიანი დაშავდა.
ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მამაკაცი, თავის ქალის დახურული ტრავმით რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ადგილზე სამართალდამცველები მუშაობდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება, სისიხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.