ხულოს საბავშვო ბაღების ნაწილი აღმოჩნდა წელსაც დაჯარიმებულებს შორის. სურსათის უვნებლობის სამსახურის მონიტორინგის შედეგებზე ინფორმაცია „მთავარს“ ხულოს მუნიციპალიტეტის ბაღების გაერთიანებამ დაუდასტურა. აქ ამბობენ, რომ 4 ბაღში შარშან გაცემული რეკომენდაციის გამოსწორება ამ დრომდე ვერ მოახერხეს, რის გამოც, რამდენიმე დღის წინ ხელახლა 4000 ლარით დაჯარიმდნენ.
სხვა საბავშვო ბაღების ადმინისტრაციები აჭარაში წელს არ დაუჯარიმებიათ. წელს შენიშვნა არ ჰქონიათ სპეციალისტებს ქობულეთის ბაღებთან დაკავშირებით, სადაც გასულ წელს წყლის პრობლემა დაფიქსირდა. რაც შეეხება ბათუმს - რამდენიმე შემთხვევაში გამოვლინდა არაკრიტიკული შეუსაბამობა. ადმინისტრაციებს გამოსწორებისთვის ვადა მიეცათ.