ბათუმში საქართველოს დევნილთა სამინისტროს წარმომადგენლები შეხვდნენ იმ ოჯახებს, რომლებიც ვერც ამ ეტაპზე მიიღებენ ბინებს ახალაშენებულ კორპუსში. საუბარია ტაბიძის ქუჩაზე აგებულ სახლზე, სადაც ბინა 164 ოჯახს სავარაუდოდ მომდევნო კვირაში გადაეცემა.
სია უკვე გასაჯაროვებულია და ხელმისაწვდომია სამინისტროს ვებ-გვერდზე. როგორც ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა სამინისტროს წარმომადგენლები ამბობენ პირველ ეტაპზე განაცხადების შევსების საშუალება მხოლოდ აჭარაში რეგისტრირებულ ოჯახებს მიეცათ, ხოლო მას შემდეგ რაც ვერ შეივსო, კრიტერიუმების გათვალისწინებით ყველა ბინა, რეგისტრაცია გაგრძელდა თბილისშიც.
სამინისტროში მისული ოჯახების ნაწილი აპროტესტებდა დღეს ბინების გაცემის წესს, ნაწილი ირწმუნებოდა რომ მათ წარსულში არ მიუღიათ ფულადი კომპენსაცია, ამასთან ამ დრომდე ქირით ცხოვრობენ და პირველ რიგში სწორედ მათ უნდა მიეღოთ საცხოვრებელი ფართობები.
მოქალაქეების შეკითხვებს სამინისტროში მინისტრის მოადგილემ და კომისიის წევრებმა უპახუხეს.