2019 წლის იანვარში საქართველოში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 17 061-ით მეტი ტურისტი ჩამოვიდა. ვიზიტების რაოდენობამ 305 939 შეადგინა. ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაფიქსირდა 5.9%-იანი ზრდა.
საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა ევროკავშირის ქვეყნებიდან.
უფრო კონკრეტულად კი პოლონეთიდან, ჩეხეთიდან, ესპანეთიდან, ლატვიიდან, გერმანიიდან და ლიეტუვადან.
ადმინისტრაციის ინფორმაციით, ევროკავშირის ქვეყნების გარდა, იანვარში განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: უზბეკეთი +217.1%, ისრაელი +132.1%, ყირგიზეთი +112%, ჩინეთი +72.8%, საუდის არაბეთი +72.7% და სხვა.
მონაცემები, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიაწოდა.
ფოტო; ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია