მსჯავრდებულ გიორგი მამალაძეს დეკანოზი ნიკოლოზ გიგატაძე აზიარებს

06 თებერვალი 2019, 00:00 1689 ნახვა

გიორგი მამალაძის საზიარებლად მზად არის მისი მოძღვარი  ნიკოლოზ გიგატაძე. დეკანოზის ძმის განცხადებით, მამა ნიკოლოზი დარწმუნებულია გიორგი მამალაძის უდანაშაულობაში და მზად არის აზიაროს, მაგრამ ამბობს, რომ ვერ დააყენებს მოძღვარს დარტყმის ქვეშ, რადგან ეჭვობს, რომ ამის გამო მას დასჯიან.

ცნობისთვის, საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ სასულიერო პირებს, გიორგი მამალაძის ზიარების უფლება მისცა, თუ ისინი ამ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე აიღებენ.

მამა ნიკოლოზი განმარტავს, რომ საუბარია იმ პასუხისმგებლობაზე, რასაც მოძღვარი იღებს ნებისმიერი ადამიანის ზიარების დროს. მან ასევე თქვა, რომ ეპარქიიდან გასვლის კურთხევას მეუფე დიმიტრისგან უახლოეს დღეებში აიღებს და წავა დეკანოზის საზიარებლად. 

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი