''ციანიდის'' საქმეზე ბრალდებულ გიორგი მამალაძეს მისი მოძღვარი აზიარებს

06 თებერვალი 2019, 00:00 5863 ნახვა

"ციანიდის" საქმეზე ბრალდებულ გიორგი მამალაძეს მისი მოძღვარი დეკანოზი ნიკოლოზ გიგატაძე აზიარებს. აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბარში დეკანოზ გიგატაძე აცხადებს, რომ უკვე არის კურთხევა და ნებისმიერ მოძღვარს შეუძლია ამის გაკეთება: "როგორც მის მოძღვარს აქამდეც მქონდა ამის სურვილი".

რაც შეეხება საპატრიარქოს განცხადების იმ ნაწილს, სადაც წერია, რომ "ნებისმიერ მღვდელმსახურს, რომელსაც მიაჩნია, რომ აღნიშნული პიროვნების ზიარება არის შესაძლებელი, შეუძლია ეს განახორციელოს, თუმცა ეს იქნება ამ სასულიერო პირის პირადი გადაწყვეტილება და პირადი პასუხისმგებლობა“, დეკანოზი ნიკოლოზი განმარტავს, რომ ვისაც მოძღვარი აზიარებს საკუთარ თავზე იღებს პასუხიმგებლობას და თავად წყვეტს აღსარების შემდეგ აზიაროს თუ არა ადამიანი, ასე რომ მისი განმარტებით, ეს ჩვეულებრივი ამბავია.  

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში