თებერვალში საქართველოში 22 გრადუსამდე დათბება

05 თებერვალი 2019, 00:00 3501 ნახვა

უახლოეს დღეებში საქართველოში ამინდს განსაზღვრავს ინტენსიურად გავრცელებული თბილი ჰაერის მასები, რომლის გავლენითაც თბილი და მზიანი ამინდი კვლავ შენარჩუნდება.

ჰაერის ტემპერატურა დასავლეთის დაბლობზე +20, +22, აღმოსავლეთის ბარში +13, +15 გრადუსამდე მოიმატებს.

რაც შეეხება აჭარას, მზიანი და თბილი ამინდი შენარჩუნდება. სანაპირო კურორტებზე,  ბათუმში დღეს +18, ხვალ კი +21 გრადუსამდე მოიმატებს ტემპერატურა. ქობულეთში კი დღეს +16 და 6 თებერვალს ტემპერატურა +19  გრადუსი იქნება.

მთიან და მაღალმთიან ზონაშიც ზამთრისთვის უჩვეულოდ მშრალი და თბილი ამინდი იქნება, მაქსიმალური ტემპერატურა დაფიქსირდება - ქედაში +17, შუახევში +15, ხულოში +13 გრადუსი.

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში