ხელვაჩაურის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის საჭირო ფინანსური რესურსის მოსაძიებლად ორი საერთაშორისო ორგანიზაცია მუშაობს - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ. მისი თქმით, პროცედურები, რომლებიც მოსახლეოების განსახლებას ეხება სრულ თანხვედრაში იქნება კანონმდებლობასთან.
ოპიზრების ქუჩაზე მცხოვრებმა 14 ოჯახმა კომპენსაციის მოთხოვნის მიზნით რამდენიმე დღის წინ აქცია გამართეს. მოქალაქეები აცხადებენ, რომ საფრთხის შემცველ გარემოში ცხოვრობენ. შემოვლითი გზის მშენებლობის გამო კი სახლები დაიბზარა. ოპიზრების ქუჩაზე ოჯახების ნაწილი თვითნებურადაა შესახლებული, რამდენიმეს კი სახლი საკუთრებაში აქვს.