დეკანოზ მამალაძის ოჯახი 15 საათზე საპატრიარქოსთან საპროტესტო აქციას გამართავს

04 თებერვალი 2019, 00:00 1601 ნახვა

მსჯავრდებული დეკანოზ  მამა გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები 15 საათზე საპატრიარქოსთან  საპროტესტო  აქციას გამართავენ. მათი მთავარი მოთხოვნა  დეკანოზისთვის ზიარების მიღებაა.

დაკავებული სასულიერო პირის  ძმის ინფორმაციით,  ბათუმისა და ლაზეთის მიტროპიოლიტის წარმომადგენლისგან ჯერ კიდევ შობამდე მიიღეს პირობა რომ დეკანოზს  აზიარებდნენ, თუმცა კონკრეტული პასუხი მათგან ამ დრომდე არ მიუღიათ.  ე.წ.  ,,ციანიდის საქმეზე” დეკანოზს 9 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.  

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში