მერიის  შეთავაზება  გარემოვაჭრეებს  

03 თებერვალი 2019, 00:00 2325 ნახვა

ჭავჭავაძისა და ლერმონტოვის ქუჩების კვეთა ხვალ სავაჭრო დახლებისგან გათავისუფლდება. გარემოვაჭრეები გაფრთხილებას ემორჩილებიან თუმცა განმარტავენ, რომ ძველი ავტოსადგურის შენობაში გადასვლას არ აპირებენ. რადგან ფიქრობენ, რომ სავაჭროდ ადგილი არახელსაყრელია.

მერიის მუნიციპალური სერვისების სამსახურის უფროსის ჯუმბერ კობალაძის განცხადებით პროცესი მთელ ქალაქში ეტაპობრივად გაგრძელდება, პარალელურად კი მერია  გარე მოვაჭრეებისთვის ალტერნატიული ფართებისა და სავაჭრო სივრცეების მოძიებაზე იზრუნებს. მერიის შესაბამისმა სამსახურებმა ქალაქის ესთეტიკური იერსახის შენარჩუნების მიზნით, წერეთლის ქუჩის გათავისუფლება გარე მოვაჭრეების დახლებისგან ერთი კვირის წინ  დაიწყო. რასაც ქალაქში ხმაური მოჰყვა, მოვაჭრეები ამტკიცებდნენ, რომ  თვითმმართველობამ მათ  ტერიტორია ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე დაატოვებინა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი