ზურაბ დათუნაშვილი  „უმძიმესი არჩევანის წინაშე“

03 თებერვალი 2019, 00:00 1629 ნახვა

ქართველი მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი,  სოციალურ ქსელში საგანგებო განცხადება გაავრცელა. ზურა დათუნაშვილი მთავრობას, სპორტის სამინისტროს, ოლიმპიურ კომიტეტსა და პარლამენტის სპორტის კომიტეტს მისი პრობლემით დაინტერესებას სთხოვს. როგორც სპორტსმენი წერს, არსებული მოცემულობიდან გამომდინარე ის დგას არჩევანის წინაშე - ან დაასრულოს კარიერა, ან იფიქროს სხვა ქვეყნის სახელით ასპარეზობაზე.

„რამდენიმე დღეა განვაახლე ინდივიდუალური ვარჯიში, თუმცა ჯერჯერობით არ ვიცი კონკრეტულად რისთვის ვემზადები, რადგან მოგეხსენებათ, საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი აღკვეთი ღონისძიების მიხედვით ფედერაციის პრეზიდენტი დარჩა თანამდებობაზე, მე კი აქამდეც არაერთხელ აღვნიშნე, რომ ჩემი ამ ხელმძღვანელობასთან მუშაობის გაგრძელება არის შეუძლებელი.“-წერს ქართველი მოჭიდავე. 11 იანვარს ზურაბ დათუნაშვილსა და რობერტ კობლიაშვილს შორის ფინალური შეხვედრისას მსაჯის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მასობრივი ჩხუბი მოჰყვა.  დაპირისპირებაში ჩართულნი იყვნენ, როგორც თავად სპორტსმენები, აგრეთვე საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის წარმომადგენლები. დაპირისპირების შემდეგ, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა, ზურაბ დათუაშვილმა განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ  ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ თანამდებობა უნდა დატოვოს.  სპორტის სასახლეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, 22 იანვარს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე დააკავეს. სასამართლომ გეგა გეგეშიძე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა და ის თანამდებობასაც ინარჩუნებს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი