"ბატონო ბიძინა მხოლოდ 10 წუთი" - ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალის ნაწილი და რიგითი მოქალაქეები შეკვეთილში ყოფილი პრემიერის საცხოვრებელთან შეიკრიბნენ. ექიმი ბენო ჭელიძე ამბობს, რომ სურს ბიძინა ივანიშვილის კლინიკის ირგვლივ არსებულ პრობლემებზე დეტალურად მიაწოდოს ინფორმაცია. ექიმები ეჭვობენ, რომ დაწესებულების იჯარით გაცემას აპირებენ.
ეჭვის საფუძველს ახალი შენობის მშნებლობის გაჭიანურება და ინვენტარიზაცია აძლევთ. აქციის მონაწილეთა განცხადებით ეჭვი აქვთ კლინიკის ქირაობას ხანგრძლივი ვადით კერძო კორპორატია ევექსი გეგმავს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში სატელევიზიო კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, კლინიკის გასხვისება ან იჯარით გაცემა არ განიხილება.