ლადო აფხაზავას განათლების სისტემაში ცვლილების მოლოდინი არ აქვს

01 თებერვალი 2019, 00:00 4812 ნახვა

ეროვნული ჯილდოს მფლობელ მასწავლებელს საქართველოს სახელმწიფო რამდენიმე ათეულ ლარს უხდის. ლადო აფხაზავას ჩიბათის სკოლაში 5 საგაკვეთილო საათი აქვს, შესაბამისია ანაზღაურებაც.

მსგავს ვითარებაში პედაგოგი მას შემდეგ აღმოჩნდა რაც, არჩევანის გაკეთება მოუხდა სპეციალური მასწავლებლისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლის სტატუსს შორის - არჩევანის გაკეთება მას ახალმა სისტემამ მოსთხოვა, რომლის თანახმადაც არ შეიძლება პირი ერთობლივად იყოს სპეციალური და პრაქტიკოსი მასწავლებელი.

სამოქალაქო განათლების სასარგებლოდ  გაკეთებული არჩევანი, საუკეთესო მსოფლიო პედაგოგებს შორის წარდგენილი ლადო აფხაზავას რეალობა და სისტემა, რომელიც საქართველოს მთავრობის ფორმალური მხარდაჭერის მიუხედავად, აღიარებულ პედაგოგს საარსებო მინიმუმსაც კი არ უხდის.  

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი