ბათუმში წვიმა, ზამთრის კურორტებზე კი თოვლია მოსალოდნელი  

01 თებერვალი 2019, 00:00 2475 ნახვა

აჭარაში დღის მეორე ნახევრიდან იწვიმებს. ტემპერატურა +10, +12 გრადუსამდე დაიკლებს.  ზღვაზე შესაძლებელია 2-3 ბალიანი ღელვა იყოს.

მაღალმთიან აჭარაში, გოდერძის უღელტეხილზე და გომარდულში​ ძლიერი თოვლი და ქარბუქია მოსალოდნელი. ზამთრის კურორტზე ტემპერატურა -3 -5 იქნება.

წვიმიანი ამინდი ორი დღის განმავლობაში შენარჩუნდება.

საქართველოს მაღალმთიან ზონაშიც მოსალოდნელია თოვლი, ზოგან ძლიერი, ნისლი და ქარბუქი. 

დაბლობსა და ბარში კი წვიმა. დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება გამოიწვიოს.

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი