კურორტ ​გოდერძიმდე გზის ​​მშენებლობა გაზაფხულზე დაიწყება

01 თებერვალი 2019, 00:00 6084 ნახვა

​ხულო-ზარზმის გზის მშენებლობა გაზაფხულიდან დაიწყება -  ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ავრცელებს. აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს მაია ცქიტიშვილმა განუცხადა, რომ კონტრაქტორი კომპანია გამოვლენილია და დიდთოვლობის გამო ზამთარში ვერ დაიწყებოდა სამუშაოები. 

''ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის, ხულო-ზარზმის მონაკვეთის მშენებლობა იმ 300 კილომეტრიან გზაში შედის რომელზეც ჩვენ დღეს ვისაუბრეთ. 2019 წლის გეგმებშია ამ გზის მშენებლობა. ჩვენ გვყავს უკვე გამოვლენილი კონტრაქტორი კომპანია. ამჟამად სამუშაოების დაწყება იქ შეუძლებელია დიდთოვლობის გამო ამიტომ ჩვენ ვვარაუდობთ, რომ კონტრაქტორი კომპანია კონტრაქტით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებას გაზაფხულიდან დაიწყებს'' - განმარტა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა.

ხულო-ზარზმის ახალი გზის მშენებლობას არაბეთის ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდი (KFAED) აფინანსებს. პროექტის მთლიანი ღირებულება, როგორც გზების დეპარტამენტში განმარტავენ, 110 მილიონზე მეტი ლარია.

სამუშაოები ორ ლოტად არის დაყოფილი. პირველი ლოტი – დაბა ხულოდან გოდერძის უღელტეხილამდე (69 946 268 ლარი) და მეორე ლოტი – გოდერძის უღელტეხილი-ადიგენის სოფელ ზარზმამდე (40 264 509 ლარი). ხულო-ზარზმის გზის სიგრძე 45 კილომეტრია.

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი