დღეს, 31 იანვარს, რვა საათის განმავლობაში მოქალაქეები საზღვრის გადაკვეთა ვერ შეძლებენ. ბათუმში თურქეთის გენერალური საკონსულოს ინფორმაციით, შეზღუდვები სარფის საბაჟოზე, მგზავრთა ახალი დერეფნის გახსნას უკავშირდება.
საქართველოს დროით 11:00-19:00 საათამდე, (თურქეთის დროით 10:00-18:00) მანქანებისა და მოქალაქეების გატარება დროებით შეჩერდება.
საკონსულოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ახალი დერეფნის გახსნა, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მგზავრთა და სატრანსპორტო საშუალებების გატარებას.