2019 წლის 1 მარტიდან, “სოკარ ჯორჯია გაზი” კომერციულ მომხმარებლებს ბუნებრივი აირის საფასურს უძვირებს. ტარიფის ცვლილების შესახებ, კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია.
საცალო კომერციული მომხმარებლებისთვის, გადასახადი 1 კუბურ მეტრზე დღგ-ს ჩათვლით 95 თეთრი იქნება. დღეს მოქმედი ტარიფი კი 84 თეთრია.
კომპანიაში განმარტავენ, რომ ფასის კორექტირება ეროვნული ვალუტის აშშ დოლართან გაცვლითი კურსისა და განაწილების ტარიფის ცვლილებითაა გამოწვეული.
შპს “სოკრა ჯორჯია გაზი” წლების განმავლობაში ახორციელებს ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და განაწილების საქმიანობას საქართველოს მასშტაბით. დღემდე კომპანიის მიერ რეგიონების გაზიფიცირებისა და გაზმომარაგების ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით ინვესტირებულია 300 მლნ აშშ დოლარზე მეტი, რის შედეგადაც დამატებით ასეულობით ათას ოჯახსა და კომერციულ ობიექტს ბუნებრივი გაზით სარგებლობის შესაძლობლობა მიეცათ'' - წერია განცხადებაში.