ქართული ეკლესიის აუჩქარებლობას მსოფლიო საპატრიარქო გაგებით მოეკიდა - მიტროპოლიტი შიო

30 იანვარი 2019, 00:00 1961 ნახვა

საქართველოს პატრიარქის ილია მეორის ტახტის მოსაყდრე მიტროპოლიტი შიო ამბობს, რომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციის წევრები, უკრაინის ავტოკეფალიის აღიარების საკითხზე ქართული ეკლესიის აუჩქარებლობას, გაგებით შეხვდნენ. 

''იყო ძალიან კონსტრუქციული შეხვედრა. მადლობა მინდა გადავუხადო მათ, საქართველოს ეკლესიის მიმართ, ასეთიი კორექტული მიდგომისთვის. განვიხილეთ უფრო მეტი დეტალი. რაც მთავარია გამოიკვეთა, მათი ძალიან კორექტული პოზიცია ჩვენი ეკლესიის მიმართ. არ ჩამოსულან იმისთვის, რომ დაგვარწმუნონ მივიღოთ ესა თუ ის გადაწყვეტილება. ჩვენ აუჩქარებლობას, რაც მა ეტაპზე გვაქს, სრული გაგებით მოეკიდნენ'' - განაცხადა მიტროპოლიტმა შიომ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ილია მეორის ტახტის მესაყდრე ამბობს, რომ საკითხზე სინოდის სხდომაზე იმსჯელებენ, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია როდის ჩაინიშნება სხდომა. 

''წლის ბოლოს იყო სინოდის სხდომა. გადავწყვიტეთ, რომ ეს საკითხი სინოდის შემდეგი სხდომისთვის გადაგვედო. იმიტომ რომ არის ბევრი დეტალი და შეკითხვა, რომელიც საჭიროებს მსჯელობას'' - თქვა მიტროპოლიტმა.  

ჟურნალისტის კითხვაზე: ''ერთადერთი ეკლესია, რომელიც რადიკალურად ეწინააღმდეგება უკრაინის ტომოსის აღიარებას არის რუსეთი. ხომ არ აქვს გავლენა ამ ფაქტს ქართულ ეკლესიაზე? მეუფე შიომ განაცხადა, რომ საპატრიარქო არავის გავლენის ქვეშ არ არის. 

მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციის წევრები, ილია მეორეს და სინოდის რამდენიმე წევრს შეხვდნენ.

საქართველოში გვიან საღამოს ჩამოვიდა მიტროპოლიტი ემანუელი, რომელიც საფრანგეთს წარმოადგენს და სწორედ ის იყო უკრაინისთვის ავტოკეფალიის მინიჭების ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი. უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხზე საქართველოს საპატრიარქოს საკუთარი პოზიცია ამ დრომდე ღიად არ დაუფიქსირებია. 

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი