ბათუმის მერიასა და კავკასიის გარემოსდაცვით არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. იუესაიდის პროგრამის - ნარჩენების მართვის ტექნოლოგია რეგიონებში ფარგლებში, ბათუმში, ტაბიძის ქუჩის პირველ ჩიხში არსებულ არალეგალურ ნაგავსაყრელს დახურავენ.
ასევე მოუვლიან ტერიტორიას, ნარჩენების არალეგალური განთავსების თავიდან არიდების მიზნით. პროგრამა აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება საქართველოს სამ რეგიონში აჭარში, კახეთსა და შიდა ქართლში, ასევე თბილისში.