გარემოვაჭრეები მერიასთან დღესაც შეიკრიბებიან

29 იანვარი 2019, 00:00 1702 ნახვა

გარემოვაჭრეები მერიასთან დღესაც შეიკრიბებიან.  მათი მთავარი მოთხოვნაა ქალაქის მერთან შეხვედრა და მოლაპარაკება, რათა მათი დაბრუნება, სულ მცირე ორი თვით მაინც, ძველ სავაჭრო ადგილას მოხდეს. მოვაჭრეებისთვის მიუღებელია მერიის მიერ  შეთავაზებული ალტერნატიული ფართი, რადგან ფიქრობენ, რომ მომხარებელს დაკარგავენ. 

მოვაჭრეების ნაწილს ქალაქის მერი გუშინვე შეხვდა, თუმცა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ლაშა კომახიძემ მათ ორი ალტერნატიული ფართი შესთავაზა. მერთან კითხვების დასმის საშუალება მოვაჭრეებს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ეთერში მიეცათ. მოქალაქეებმა  საქმიანობის გასაგრძელებლად დროით ითხოვეს.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში