გზები და გარემოს დაბინძურება - მოქალაქეებისთვის ყველაზე მწვავე საკითხები

28 იანვარი 2019, 00:00 3553 ნახვა

გზები და გარემოს დაბინძურება ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილობრივი საკითხებია, რომელიც NDI-ს კვლევის მიხედვით, კეთილმოწყობა-ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით მოსახლეობას აწუხებს.

გამოკითხული მოქალაქეების 35%-ს მიაჩნია, რომ მის ქალაქსა თუ სოფელში პრობლემურია საგზაო ინფრასტრუქტურა. გარემოს დაბინძურება მოსახლეობის 22% აწუხებს, ზუსტად ამდენივე ფიქრობს, რომ პრობლემა კომუნალური გადასახადებია.

მოსახლეობის 18% მიიჩნევს, რომ მის სოფელსა თუ ქალაქში ადგილობრივ დონეზე მნიშვნელოვანია წყლით მომარაგების საკითხი. საგზაო მოძრაობა და საზოგადოებრივი ტრანსპორტი კი მოსახლეობის 13% და 12 % აწუხებს. 

“ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტმა (NDI)” და “CRRC–საქართველო მედიამ” გამოკითხვა 2018 წლის დეკემბერში ჩაატარა.  საზოგადოებრივი აზრის კვლევის საველე სამუშაოები 6-20 დეკემბრის პერიოდში მიმდინარეობდა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი