წერეთლის ქუჩა გარემოვაჭრეების დახლებისგან გაათავისუფლეს

28 იანვარი 2019, 00:00 9903 ნახვა

გუშინ, 27 იანვარს, გვიან ღამით, ბათუმის მერიის თანამშრომლებმა ტერიტორია გარემოვაჭრეების დახლებისგან გაათავისუფლეს. მერიის ინფორმაციით, ტერიტორიაზე დაახლოებით 170-მდე ადამიანი ვაჭრობდა. 

"ბათუმი პლაზას" მიმდებარე ტერიტორია,  23 სკოლისა და მე-12 საბავშვო ბაღის წინ,  წლების განმავლობაში კუსტარულად დამონტაჟებული ხისა თუ რკინის კონსტრუქციები მოიხსნეს. 

გვიან ღამით, ტერიტორიაზე გარემოვაჭრეებიც მივიდნენ, ისინი მერიის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და ამტკიცებენ, რომ გაფრთხილება დემონტაჟის შესხებ არ მიუღიათ.  170-მდე გარემოვაჭრე აქციებით იმუქრება. 

ბათუმის მერია კი გარემოვაჭრეების ალტერნატიულ სივრცეში გადასვლას სთავაზობს. თავიდან მათ ახალი სადგურის ტერიტორიაზე სთავაზობნენ გადასვლას, თუმცა უარი მიიღეს. 

ამჯერად, გარემოვაჭრეებს ძველი ავტოსადგურის ტერიტორიაზე სთავაზობენ ვაჭრობის გაგრძელებას. 

ფოტო: გიორგი არობელაძე 

 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი