აქცია თურქეთის საკონსულოსთან

27 იანვარი 2019, 00:00 4187 ნახვა

აქცია თურქეთის საკონსულოსთან. მურმან ზაქარაძის ოჯახი  სარფის საბაჟოზე მომხდარი ინციდენტის გამოძიებას ითხოვს. მათი ინფორმაციით, ახალგაზრდა დღეს დილით სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე  თურქმა  მებაჟე ოფიცრებმა სცემეს.

ოჯახის წევრები ამბობენ, რომ  მურმან ზაქარაძეს ჯანმრთელობის პრობლემები  აქვს, ის სასტიკად არის ნაცემი და მის  ამჟამინდელ მდგომარეობაზე ინფორმაციას არ ფლობენ. კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო  ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით,  ინციდენტის დროს ქართველი  სამართალდამცველიც დაშავდა, თუმცა ამ ინფორმაციას  შინაგან საქმეთა სამინისტოში არ ადასტურებენ. უწყების ცნობით, ქართველი სამართალდამცველები მურმან ზაქარაძეს ფაქტის შესწავლის მიზნით ამ წუთებში   კითხავენ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი