ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან ე.წ. ახალი მავთულხლართები გაჩნდა. ადგილობრივების განცხადებით, სამი რუსი სამხედრო ადგილზე დილით მივიდა და რკინის მავთულები ქუჯაშვილების ბაღში გაავლო. მათი ბაღი ოკუპირებულ სოფელ ძუაკაანთკარს ესაზღვრება. მოსახლეობა ამბობს, რომ „ახალი მავთულხლართების“ გაბმა რუსმა სამხედროებმა მედიისა და პოლიციის გამოჩენის შემდეგ შეწყვიტეს.
ისინი შიშობენ, რომ რუსი სამხედროები მათ გაბმას ისევ გააგრძელებენ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სოფელ ძუკაანთკარში უკანონოდ გავლებული ბარიერის, ე.წ. ძველი მავთულხლართის ახლით ჩანაცვლება მოხდა. სუს-ში აცხადებენ, რომ ინციდენტები განხილული იქნება ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის უახლოეს ჯგუფის შეხვედრაზე.