„გადადექი“, „თქვენ ხართ სირცხვილი“ - აქცია სასამართლო სისტემის შეცვლის მოთხოვნით

27 იანვარი 2019, 00:00 1509 ნახვა

საპროტესტო აქცია და შეძახილები- სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის პარალელურად.  შეკრებილები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ 11 წევრის გადადგომას ითხოვდნენ, რომლებმაც  მხარი დაუჭირეს ლევან მურუსიძის უვადოდ დანიშვნას და ხმა მისცეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების სიას. აქციის მონაწილეთა განცხადებით, მნიშვნელოვანია თანამდებობები დატოვონ ე.წ. სასამართლოში არსებული „კლანის“ ლიდერებმა, რათა საზოგადოებაში გაჩნდეს იმის განცდა, რომ ქართული სასამართლო არის დამოუკიდებელი და ობიექტური. აქციის მონაწილეთა შეფასებით, სწორედ ეს ადამიანები აზიანებენ სასამართლო ხელისუფლებას, რაც აისახება თითოეულ ქართველ მოქალაქეზე და საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის იმიჯს აზიანებს.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარე და დავით მათიკაშვილი არიან ის ადამიანები, რომლებიც ლობირებენ იმ სიას, რაც საზოგადოებისთვის მიუღებელია და იმ მოსამართლეებს, რომელთა საქმიანობასთან დაკავშირებითაც საზოგადოებაში წლებია არსებობს კითხვები. აქციის მონაწილეებმა მოსამართლე წევრებს სირცხვილის კორიდორი მოუწყვეს, ლევან მურუსიძე კი შეძახილებით შეაცილეს შენობაში და მოითხოვეს, უარი თქვას სამოსამართლეო საქმიანობაზე, რადგან შეკრებილთა განცხადებით, ლევან მურუსიძეს წარსული საქმიანობიდან გამომდინარე ამის მორალური უფლება არ აქვს. ლევან მურუსიძემ კი განაცხადა, რომ სანდრო გირგვლიანის მკვლელი მან გაუშვა ციხეში 7 წლით  მაგრამ ის ყოფილმა ხელისუფლებამ შეიწყალა.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი