ბათუმის პოლიკლინიკებში აცრის კაბინეტი უქმე დღეებშიც მუშაობს. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო დღეებში წითელას საწინააღმდეგო 2 ათასამდე არაგეგმიური აცრა გაკეთდა.
უწყების ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებებში ყოველდღიურად პაციენტთა მიმართვიანობა, 200-დან 119-მდე შემცირდა. წითელას, ინფიცირებულთა რაოდენობა რეგიონში 12-ია .