ყველა პროფესია დასაფასებელია, თუმცა, ალბათ დამეთანხმებით, ამ შემთხვევაშიც არსებობს გამორჩეული და დასაფასებელი პროფესიები, მათ შორის უნდა გამოვყოთ, შორეული ნაოსნობის კაპიტნების საქმიანობა, ადამიანები, რომლებიც ცხოვრების დიდ დროს ღია ზღვაში ატარებენ.
ზოგისთვის ეს შეიძლება ტვირთი იყოს, თუმცა ჩვენი სიუჟეტის გმირებისთვის, ცხოვრების წესია. ხათუნა შუშანიძე და ბაჩი მურვანიძე გაგაცნობთ ახლოდან, საინტერესო კაპიტნებს და მათ საინტერესო ისტორიებს.