ე.წ ღორის გრიპით სავარაუდოდ ერთი ადამიანი გარდაიცვალა ზუგდიდში. პაციენტი, რეფერალურ ჰოსპიტალში გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით მკურნალობდა.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით ამ ეტაპზე ზუგდიდის საავადმყოფოში გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით 19 პაციენტი მკურნალობს, მათგან ერთ-ერთი მართვით სუნთქვაზეა.