ე.წ. კარანტინისა და ე.წ. საზღვრის ჩაკეტვის გამო ოკუპირებულ ტერიტორიას ვერ ტოვებენ მოქალაქეები.
„მთავარს“ დაუკავშირდა ერთი მოქალაქე აფხაზეთიდან, რომელმაც კონფიდენციალობის დაცვა ითხოვა, გვითხრა რომ გალში არდადეგებზე, შვილთან ერთად ჩავიდა, 11 იანვრის შემდეგ კი ე.წ. საზღვარი ჩაიკეტა და მას ვერ კვეთენ.
მისივე თქმით მსგავს მდგომარეობაშია ასობით სტუდენტი და მოსწავლე.მოქალაქეები საქართველოს მთავრობას დახმარებას სთხოვენ.