2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედებული ცვლილებების მიხედვით, საწარმოები და საშიშპირობებიანი სამსახურები ვალდებული არიან ჰყავდეთ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი. ეს ადამიანები საფრთხეების შეფასებასა და რისკების იდენტიფიცირებაზე იქნებიან პასუხისმგებლები.
ის რომ რეგიონსა და ქვეყანაში სპეციალისტების დეფიციტია, ამას შრომის ინსპექტირების დეპარტამენტში არ უარყოფენ. ამბობენ, რომ სწორედ ამიტომ გასულ წელს მინისტრმა აკრედიტაციის პროგრამა დაამტკიცა და ახლა უკვე 10 ორგანიზაციაა მზად სპეციალისტები მოამზადოს.
სამწლიანი გამოცდილების მქონე ინჟინრებს კი სერტიფიკატის მოპოვება გამოცდის გზით შეეძლებათ. მოთხოვნა სიახლეა, ამიტომ შესაძლო დარღვევებიც არაა გამორიცხული.