ტელეწამყვან ლევან ჩხაიძის ცხედარი, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, რამდენიმე წუთის წინ ჩამოასვენეს. სადაც მისი ოჯახის წევრები, მეგობრები, კოლეგები და ახლობლებიიყვნენ შეკრებილები.
პანაშვიდი ხვალ გაიმართება, დაკრძალვა კი კვირასაა. ცხედარს ქაშუეთის ეკლესიიდან გამოასვენებენ და საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ.
ტვ პირველის ჟურნალისტი ბუდაპეშტში გარდაიცვალა, სადაც მეგობრებთან ერთად დასასვენებლად იმყოფებოდა.
ტელეკომპანიის შენობაში ლევან ჩხაიძის სამძიმრის წიგნია გახსნილი.