თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძეს 5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ პატიმრობიდან გუშინ გაათავისუფლა. ის საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე რჩება.
გეგეშიძე სისხლის სამართლის საქმის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით იყო ბრალდებული, რაც ძალადობას გულისხმობს. ფაქტი 11 იანვარს თბილისის სპორტის სასახლეში გამართულ ჩემპიონატს უკავშირდება, სადაც გავრცელებული კადრების თანახმად, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილს ფიზიკურად გაუსწორდა.