მოქალაქეებს წითელას აცრის გაკეთება შაბათ-კვირასაც შეეძლებათ - აჭარის ჯანდაცვის მინისტრი

25 იანვარი 2019, 00:00 1835 ნახვა

აჭარის ჯანდაცვის მინისტრი მოქალაქეებს წითელას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. ზაალ მიქელაძემ დღეს, მთავრობის გასვლით სხდომაზე თქვა, რომ სამედიცინო დაწესებულებები შაბათ-კვირასაც იმუშავებენ და მოსახლეობას საშუალება ექნებათ, აცრა უფასოდ გაიკეთონ. 

''კიდევ ერთხელ ვთხოვ მოქალაქეებს, განსაკუთრებით მოზრდილ მოსახლეობას, 20 წელზე ზემოთ მიმართონ დაწესებულებებს. მედიკოსები მზად არიან. ისინი შაბათ-კვირასაც იმუშავებენ'' - განაცხადა მინისტრმა. 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ კი თქვა, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ ეფექტურად იმუშავა.

''ჩვენ ძალიან ეფექტური რეაგირების მექანიზმი შექმენით. ის შედეგები, რაც გვაქვს ჯანდაცვის სამინისტროს ეფექტურ მუშაობაზე მიუთითებს. სანამ ამ სეზონზე, რისკები ბოლომდე არ იქნება დაძლეული, უნდა გააგრძელოთ მუშაობა. ასევე უნდა იყოს კომუნიკაცია მოსახლეობას და სამედიცინო დაწესებულებს შორის'' - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ

დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, ამ დროისთვის წითელა 580 ადამიანს აქვს და ქვეყანა ეპიდემიის ზღვარზეა. 

აჭარაში აცრის ჩატარება შესაძლებელია შემდეგ სამედიცინო დაწესებულებებში:

↘️ ქ. ბათუმი

ამავე კატეგორიაში