უქმე დღეებში ბათუმში ტემპერატურა 18 გრადუსამდე მოიმატებს

25 იანვარი 2019, 00:00 2872 ნახვა

აჭარაში, მომდევნო 2 დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის. მნიშვნელოვნად დათბება სანაპირო ზოლში, ტემპერატურა +18 გრადუსამდე მოიმატებს, თუმცა იქროლებს აღმოსავლეთის ძლიერი ქარი.

შაბათ-კვირას მაღალმთიან რაიონებში, ასევე უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.

საქართველოში ამინდს განსაზღვრავს შავი ზღვის სამხრეთ-დასავლეთიდან გადმონაცვლებული თბილი ჰაერის მასები, რომლის გავლენითაც მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა - დასავლეთის დაბლობზე +17 გრადუსი, ხოლო აღმოსავლეთის ბარში +14 გრადუსი იქნება.

 

 

ფოტო: გიული ბერიძე

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი