საგამოძიებო სამსახურმა სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობისას, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე, ორი მეწარმე პასუხისგებაში მისცა.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულებმა, რომლებსაც არ გააჩნდათ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტისათვის სავალდებულო სამუშაო გამოცდილება, დოკუმენტები გააყალბეს.
სატენდერო კომისიას წარუდგინეს გამოცდილების დამადასტურებელი ყალბი ხელშეკრულებები და მიღება-ჩაბარების აქტები.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მეწარმე სუბიექტებს 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.