''დაგეგმე ვიზიტი ქალაქის მერთან'' - ახალი პროექტი

24 იანვარი 2019, 00:00 2042 ნახვა

,,დაგეგმე ვიზიტი ქალაქის მერთან“- ასე ჰქვია ახალ პროექტს, რომელიც  ბათუმის მერის ლაშა კომახიძის ინიციატივით შეიქმნა და დღეიდან ამოქმედდა.  ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია ბათუმის მერთან ვიზიტის დაგეგმვა  ვებგვერდის საშუალებით.

ლაშა კომახიძის თქმით, ეს არის მოქალაქეებზე მორგებული პროექტი, რომელიც მერთან შეხვედრის დაგეგმვას გამარტივებულად, მერიაში მოსვლის გარეშე უზრუნველყოფს. შეხვედრა უშუალოდ მერის მიერ ჩაინიშნება.

სისტემის გამოყენების უფლების მისაღებად მომხმარებელი ვალდებულია დაეთანხმოს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ონლაინ პლატფორმის გამოყენების წესისა და პირობების შესახებ შეთანხმებას და უზრუნველყოს მათი დაცვა.

მომხმარებელი თანახმაა რეგისტრაციის დროს მითითებულ ტელეფონის ნომერზე მოკლეტექსტური შეტყობინების სახით მიიღოს პლატფორმასთან დაკავშირებული ინფორმაცია.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში