აჭარაში H1N1 ვირუსით 6 ადამიანია გარდაცვლილი

23 იანვარი 2019, 00:00 1934 ნახვა

H1N1 ვირუსით გარდაცვალების კიდევ ერთი დადასტურებული შემთხვევა აჭარაში - ბათუმში გუშინ 48 წლის ქალის გარდაცვალების მიზეზად უკვე ლაბორატორიულად დადასტურდა ე.წ. ღორის გრიპი. პაციენტი სამედიცინო დაწესებულებაში, რამდენიმე დღის განმავლობაში მკურნალობდა. ის რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

აჭარაში ამ ვირუსით სულ 6 ადამიანია გარდაცვლილი, ათობით მოქალაქე კი მკურნალობის კურსს კლინიკებში გადის. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ამბობენ, რომ მიმართვიანობა შემცირებულია. რეანიმაციულ განყოფილებაში კი ძირითადად ის ადამიანები რჩებიან, რომლებსაც ვირუსის პარალელურად ქრონიკული დაავადებები აქვთ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი