აშშ-ს ელჩმა კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო  რეაბილიტაციის ცენტრი დაათვალიერა

23 იანვარი 2019, 00:00 1790 ნახვა

ბათუმში ვიზიტად მყოფი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იუესაიდის პროგრამით განხორციელებულ პროექტებს ეცნობა. როდ უილსონმა დღეს ბათუმის კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო  რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკა დაათვალიერა და ბენეფიციარების ფიზიკური რეაბილიტაციის კურსს გაეცნო.

კლინიკა 2018 წლია ოქტომბერში გაიხსნა და ახორციელებს ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის პროგრამას. იანვრიდან კლინიკა ჩართულია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამებში. კლინიკაში ამბობენ, რომ მსგავსი მიმართულებით აჭარაში ეს ერთადერთი სარეაბილიტაციო ცენტრია.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი